ბიზნესის რეგისტრაცია

ჩვენ შეგვიძლია ვუზრუნველყოთ თქვენი კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში, იმ შემთხვევაშიც კი თუკი თქვენ საქართველოში არ იმყოფებით (მინდობილობის მეშვეობით).

 

საქართველოში საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის 6 ტიპი არსებობს:

  • სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს)
  • კომანდიტური საზოგადოება (კს)
  • კოოპერატივი
  • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს)
  • სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია)
  • ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე
  • Joint Stock Company (JSC, Corporation)
  • A Physical person, an individual

საქართველო მთელს მსოფლიოში გამოირჩევა კომპანიის რეგისრაციისათვის არსებული ერთ-ერთი უმარტივესი პროცედურით.

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს კომპანიის რეგისტრაციისათვის საჭირო სრულ მომსახურებას:

  • კლიენტის მოთხოვნების შესაბამისად კომპანიის საუკეთესო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ტიპის შერჩევა
  • კლიენტის მიერ შერჩეული სახელწოდების ხელმისაწვდომობის გადამოწმება
  • კლიენტის ხედვებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტებში გასათვალისწინებელი მექანიზმების იდენტიფიცირება
  • საჭირო დოკუმენტაციის მომზადება (მინდობილობა, წესდება)
  • იურიდიული მისამართი
  • რეგისტრაცია
  • კომპანიის დარეგისტრირება საშემოსავლო სამსახურში
  • მულტისავალუტო კომპანიის საბანკო ანგარიშის გახსნა
  • ბიზნეს ბარათი
  • კომპანიის ბეჭედი
  • და სხვა