საიმიგრაციო სერვისები

ჩვენი საიმიგრაციო სერვისები მოიცავს საქართველოში დროებითი და მუდმივი ბინადრობის, ასევე მოქალაქეობის მიღებას.

 

ბინადრობის ნებართვის მისაღებად 18 წლის კანონიერად ქმედუნარიან უცხოელებს შეუძლიათ მიმართონ ონლაინ რეჟიმში. 18 წლამდე პირთა საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად, უცხოელები ფიზიკურად უნდა იმყოფებოდნენ საქართველოში.

ჩვენი გუნდი დაეხმარება უცხო ქვეყნის მოქალაქეს მოამზადოს საჭირო დოკუმენტები შემდეგი ბინადრობის ნებართვისთვის:

 

    • შრომითი ბინადრობის ნებართვა – გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად;
    • სასწავლო ბინადრობის ნებართვა – გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით;
    • ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით – გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე;
    • საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა – გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ოდენობის ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, და მის ოჯახის წევრებზე.
    • მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა – გაიცემა უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, თუ უცხოელი საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფლობს საკუთრებას უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.