შესყიდვები

ჩვენი გუნდი გთავაზობთ შესყიდვების პროცედურების განხორციელებას, რომელიც მოიცავს კომპანიისათვის ნებისმიერი საქონლის / მომსახურების შესყიდვას რაციონალური ხარჯვის პრინციპის გათვალისწინებით.

 

რაციონალურად განხორციელებული შესყიდვები ეხმარება კომპანიას იპოვოს სანდო მომწოდებლები, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ საჭიროებებიდან გამომდინარე არსებული საქონლის ან/და მომსახურების კონკურენტუნარიან ფასში შეთავაზება. აღნიშნული ეხება როგორც კომპანიისთვის საჭირო სხვადასხვა ინვენტარს, ტექნიკას თუ საოფისე მარაგს, აგრეთვე, სხვადასხვა სახის ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფას.

 

შესყიდვები ბიზნესის განვითარებისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს წარმოადგენს, რომლის ეფექტური მართვა და სწორი გამოყენება დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის მომგებიანობის გაზრდის უზრუნველყოფაში.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, თქვენი კომპანიის მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ საჯარო სექტორთან ურთიერთობაში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის კუთხით. აღნიშნული მოიცავს ამა თუ იმ საქონლისა და მომსახურების საჯარო სტრუქტურებისათვის შეთავაზებას, როგორც ელექტრონული ტენდერის, აგრეთვე, გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე. ამასთან, მზად ვართ წარმომადგენლობა და იურიდიული დახმარება გაგიწიოთ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში საჩივართან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევის, საჩივრის წარდგენის ან/და განხილვაში მონაწილეობის მიღების გზით.