სტუდენტთა მხარდაჭერა

საქართველოში 10000-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტია. საქართველო პოპულარული სასწავლო ადგილია სტუდენტებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებსაც სურთ მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება. საქართველო განსაკუთრებით პოპულარულია, მედიცინის, ფარმაციისა და მრავალი სამეცნიერო დისციპლინის შესასწავლად.

 

საქართველო ძალიან მიმზიდველია საერთაშორისო სტუდენტისთვის, რადგან აქ ცხოვრება იაფია, სწავლის საფასური კი დაბალი (სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით).  გარდა ამისა სტუდენტებს  ინგლისურ ენაზე სწავლის შესაძლებლობა აქვთ.

 

ჩვენ გთავაზობთ მომსახურებას საერთაშორისო სტუდენტებისთვის და ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ:

 

  • კლიენტის საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი უნივერსიტეტის პოვნა
  • დავრწმუნდებით, რომ უნივერსიტეტს აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია
  • დახმარება საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებაში
  • დახმარება უყნივერსიტეტში რეგისტრაციისას
  • საჭიროების შემთხვევაში გაივლით ჩვენთან კონსულტაციას და დაგეხმრებით უნივერსიტეტთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებში

აეროპორტში მიღების კოორდინაცია და სასტუმროში განთავსება პირველი სამი დღის განმავლობაში (მოთხოვნის შემთხვევაში).