უძრავი ქონება და ინვესტირება

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც საქართველო მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანამ სულ უფრო მეტი უცხოელი ფიზიკური პირი, კომპანია თუ კერძო ბიზნესი მოიზიდა.

განვითარებული მსოფლიოს ნებისმიერ დედაქალაქთან შედარებით, თბილისში უძრავი ქონების ფასები ყველაზე დაბალია. მათთვის ვინც ეძებს უძრავ ქონებას საერთაშორისო ბაზარზე, საქართველო საუკეთესო ვარიანტია.

საქართველოში უძრავი ქონების შესაძენად უცხოელების მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს. უცხოელებს აქვთ იგივე უფლებები, რაც საქართველოს მოქალაქეებს საცხოვრებლის შეძენისას.

  • უძრავი ქონების შეძენისას დამატებითი გადასახადი არ არის.
  • როგორც საცხოვრებელი უძრავი ქონების შემთხვევაში, ასევე კომერციული უძრავი ქონების შეძენისას – როგორებიცაა სასტუმროები, მაღაზიები, რესტორნები, ოფისები და ა.შ. საქართველოში არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
  • უძრავი ქონების შეძენისათვის დამატებითი გადასახადი არ არსებობს.
  • რეგისტრაციის პროცესი არის ძალიან სწრაფი და მარტივი

 

არსებობს მხოლოდ ერთი შეზღუდვა – საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირს არ შეუძლია შეიძინოს და ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას.

 

საქართველოში ინვესტიცია წარმატებული გადაწყვეტილებაა მათთვის, ვინც ეძებს სტაბილური შემოსავლის წყაროს. გადასახადები წარმოუდგენლად დაბალია, შეგიძლიათ გახსნათ საბანკო ანგარიშები, დაარეგისტრიროთ კომპანია, იყიდოთ, გაყიდოთ ან გააქირავოთ თქვენი უძრავი ქონება.

  • ჩვენი გუნდი დაეხმარება კლიენტებს საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობის მოძიებაში
  • საინვესტიციო შესაძლებლობების შეთავაზება – უძრავი ქონება (საცხოვრებელი, კომერციული, ოფისები, სასტუმროები, მიწები)
  • შევამოწმებთ უძრავ ქონების ფასთან შესაბამისობას
  • დავრწმუნდებით რომ ქონება არ არის იპოთეკის ქვეშ
  • შევამოწმებთ პროექტის ფაზებს, თუ ქონება მშენებარეა
  • ვიზრუნებთ, რომ ქონების საფასურის გადახდა მოხდეს სწორად და მიიღოსქონების ოფიციალურმა მფლობელმა
  • დავრწმუნდებით, რომ ადგილმდებარეობა შეესაბამება კლიენტის ინტერესებს
  • დაგეხმარებით საჯარო რეესტრში კლიენტის სახელით დარეგისტრირებისას